საზოგადოებრივი მაუწყებელი კატეგორიულად გმობს „ტვ პირველის“ ჟურნალისტის და ოპერატორის მიმართ ძალადობას
საზოგადოებრივი მაუწყებელი კატეგორიულად გმობს ძალადობას „ტვ პირველის“ ჟურნალისტის და ოპერატორის მიმართ.
სრულიად მიუღებელია ნებისმიერი მედიის წარმომადგენელზე ძალადობა და საქმიანობაში ხელის შეშლა.
სოლიდარობას ვუცხადებთ „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს და ჩვენს ყველა კოლეგას, რომელსაც შეეხო ძალადობა.