გიორგი ანწუხელიძის უცნობი კადრები საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტურ ფილმში მოხვდება [ვიდეო]

გიორგი ანწუხელიძის უცნობი კადრები საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტურ ფილმში მოხვდება, ამის შესახებ რეჟისორმა შალვა შენგელმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.

ფილმს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაიღებს. რეჟისორი შალვა შენგელი გიორგი კეკელიძის რუბრიკაში ანწუხელიძის ოჯახთან ერთად მივიდა და ფილმის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ ვიმყოფებოდით სოფელში, სადაც გავესაუბრეთ ყველას, ვისაც გიორგი ანწუხელიძის შესახებ რაიმეს მოყოლა შეეძლო. ამ მონათხრობებიდან გამომდინარე, შეიძლება იმის თქმა, რომ გიორგი დაიბადა, რათა ეს გმირობა ჩაედინა და გაემარჯვა იმ ბრბოზე, რომელიც მის გარშემო იყო.

ეს არის ფილმი ნამდვილ გმირზე, სამშობლოსთვის და საქართველოსთვის თავდადებულ ადამიანზე.

საინტერესოა, რომ ფილმში მოხვდება ანწუხელიძის აქამდე უცნობი კადრები, რომლებიც ოჯახსაც არ უნახავს. პრემიერა 8 აგვისტოს არის დაგეგმილი“.