საზოგადოებრივი მაუწყებელი და EBU-ს რეგიონული აკადემია პირველი არხის ბაზაზე არსებულ რეგიონულ სასწავლო ცენტრში ტრენინგების სერიას აგრძელებს
საზოგადოებრივი მაუწყებელი და EBU-ს რეგიონული აკადემია პირველი არხის ბაზაზე არსებულ რეგიონულ სასწავლო ცენტრში ტრენინგების სერიას აგრძელებს

საზოგადოებრივი მაუწყებელი და EBU-ს რეგიონული აკადემია პირველი არხის ბაზაზე არსებულ რეგიონულ სასწავლო ცენტრში დღეს ტრენინგების სერიას აგრძელებს.

სესიებში მონაწილეობენ როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები, ასევე სტუდენტები იმ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებიდან, რომლებთანაც პირველ არხს თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული, მათ შორის არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტი.

3, 4 და 8 ნოემბერს ჩატარდება მასტერკლასი თემაზე – როგორ შევქმნათ საინტერესო ახალი ამბების ფორმატი თაობისთვის Gen Z.

მასტერკლასს წარუძღვება ევროპის მაუწყებელთა კავშირის აკადემიის ტრენერი მარკ ეგანი.

საქართველოს პირველი არხისა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) თანამშრომლობითა და დაფინანსებით, საქართველოში მუდმივმოქმედი ჟურნალისტური, რეგიონული აკადემია 2019 წლის დასაწყისში დაარსდა.