საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიზნესის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციისთვის დააჯილდოვეს

02:23, 15.12.2017

საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიზნესის აქტიური მხარდაჭერისა და პოპულარიზაციისათვის სპეციალური სიგელით დააჯილდოვეს.

ნომინაციაში გამარჯვებული მედიასაშუალებები ბიზნესმენთა დაჯილდოვების ცერემონიაზე გამოავლინეს.

ყოველწლიური ღონისძიების ორგანიზატორები მედიაჰოლდინგი Georgian Times-ი და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI-ი არიან.

ბიზნესმენთა დაჯილდოების რიგით მეთვრამეტე ცერემონიაზე წლის საუკეთესო კომპანია, საუკეთესო ინვესტიცია და ჟურნალისტთა რჩეული ბიზნესკომპანია გამოავლინეს.

მსგავსი