„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის მოქმედების ვადა პლენარულ სხდომაზე გახდება ცნობილი
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის მოქმედების ვადა პლენარულ სხდომაზე გახდება ცნობილი

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის მოქმედების ვადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გახდება ცნობილი.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განუცხადა, გუშინ კონსულტაციები გაიმართა ნინო ლომჯარიასთან და დეტალურად გაიარეს მისი რეკომენდაციები.

„მისი რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი პრაქტიკულად კანონპროექტში აისახა. შესაბამისად, მაქსიმალურად დაბალანსებული მოდელი მივიღეთ. ეს არის დროებით გასატარებელი ღონისძიებები. გუშინ აღინიშნა, რომ კონკრეტულ ვადაზე იქნება დათქმა და მითითება. ვინაიდან, დღეს, 11:00 საათზე არის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, ექსპერტებთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად მოხდება კონსულტაცია და პლენარულ სხდომაზე გვეცოდინება კონკრეტული თარიღი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს. კერძოდ, რეგისტრაცია გაიარა 101-მა დეპუტატმა, ცვლილებებს მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა, სამი წინააღმდეგი იყო.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.