საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, სლოვაკეთის მოსახლეობის 14 პროცენტს სურს, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში გაიმარჯვოს
სლოვაკეთის მოსახლეობის 14 პროცენტს სურს, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში გაიმარჯვოს. ამის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი კომპანიის, IPSOS-ის გამოკითხვაშია აღნიშნული.
სლოვაკური გამოცემის ცნობით, გამოკითხულთა 40 პროცენტს სურს, რომ უკრაინაში კონფლიქტი დასრულდეს „დროებითი მშვიდობით“, ანუ რომელიმე მხარის გამარჯვების გარეშე.
სლოვაკების 33 პროცენტი უკრაინას გამარჯვებას უსურვებს, 14 პროცენტი მიესალმება რუსეთის გამარჯვებას, ხოლო გამოკითხულთა კიდევ 14 პროცენტმა განაცხადა, რომ არ იცის ან გულგრილია.
ამასთან, როგორც მედია წერს, რუსეთის გამარჯვებას გამოკითხულთა ის ნაწილი უჭერს მხარს, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს პარტია smer-ის ამომრჩეველია. ამავე პარტიის ამომრჩეველთა მხოლოდ ხუთ პროცენტს სურს უკრაინის გამარჯვება.
ასევე, სლოვაკეთის სხვა პარტიების ამომრჩეველთა აზრი რუსეთ-უკრაინის ომზე სხვადასხვანაირად ნაწილდება. ოპოზიციური პარტიის, „თავისუფლებისა და სოლიდარობის“ მხარდამჭერი 100 გამოკითხული ადამიანიდან მხოლოდ ხუთს სურს რუსეთის გამარჯვება.
პარტია „ჰოლოსის“ ამომრჩეველთა მხოლოდ ხუთ პროცენტს სურს რუსეთის გამარჯვება, ხოლო 25 პროცენტზე მეტს – უკრაინის გამარჯვება.
ასევე, გამოკითხვის თანახმად, უკრაინის გამარჯვება ყველაზე ახალგაზრდა რესპონდენტების 43 პროცენტს სურს, ხოლო ყველაზე უფროსი ასაკობრივი ჯგუფიდან – 27 პროცენტს.