საზოგადოებრივ მაუწყებელსა და გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოებრივ მაუწყებელსა და გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საზოგადოებრივ მაუწყებელსა და გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მედიის მიმართულების სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს, რაც კურსდამთავრებულებს მიღებული თეორიული ცოდნის გამოყენების საშუალებას მისცემს.

„ჩვენთვის, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, მნიშვნელოვანია თანამშრომლობა იმ საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან, რომლებიც ჟურნალისტებს ამზადებენ, რადგან აკადემიური სფეროდან პრაქტიკაში გადანაცვლება გარკვეული უნარების განვითარებას მოითხოვს. სწორედ ამ შესაძლებლობას სთავაზობს პირველი არხი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. ასევე, რაც მთავარია, პირველი არხისა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ დაფუძნებული EBU-ს რეგიონული აკადემიის ბაზაზე ჩატარებული ტრენინგები და სემინარები ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.

ცოტა ხნის წინ საქართველოს პირველმა არხმა თანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან გააფორმა, ასევე დაგეგმილია პარტნიორობა სხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებთან, რომლებიც სტუდენტებს მედიის მიმართულებით სთავაზობენ აკადემიურ პროგრამებს.