საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ რვა უკრაინელი დააკავა
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო მოლდოვის სასაზღვრო პოლიციამ რვა უკრაინელი დააკავა

მოლდოვისა და უკრაინის საზღვარზე რვა უკრაინელი დააკავეს. როგორც მოლდოვის სასაზღვრო პოლიციაში აცხადებენ, უკანონო მიგრანტები მას შემდეგ დააკავეს, რაც უკრაინის მხრიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა.

„სახელმწიფო საზღვრის დაცვის დროს მობილურმა პატრულმა გაიგო გასროლის ხმები უკრაინის მხრიდან. ამასთან დაკავშირებით, პატრულმა ოპერატიულ ქმედებებს მიმართა მოლდოვა-უკრაინის საზღვრის გასწვრივ“, – განაცხადეს სასაზღვრო პოლიციაში.

როგორც დაკავებულებმა განაცხადეს, მოლდოვაში გადაყვანის სანაცვლოდ, ჯამში, 50 ათასი დოლარი გადაიხადეს. უკრაინიდან მოლდოვაში გადასვლაში მათ ორი პირი დაეხმარათ. ერთ-ერთი მათგანი უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა დააკავა.

უკრაინის რვა მოქალაქემ მოლდოვას თავშესაფრის თხოვნით მიმართა.