საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინკონსულტაციები იწყება
საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინკონსულტაციები იწყება

საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინკონსულტაციები იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, პირველი ასეთი ონლაინკონსულტაცია გაიმართება დღეს, იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინკონსულტაციები იწყება.

მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც დიდია საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, საქართველოს შესაბამისი საელჩოს „ფეისბუქ“ გვერდზე თბილისიდან განხორციელდება ექიმ-ინფექციონისტის პირდაპირი ჩართვა, რომელიც ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხებს.

პირველი ასეთი ონლაინკონსულტაცია გაიმართება დღეს – 2020 წლის 20 მარტს, იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, იტალიის დროით 17:00 საათზე, საელჩოს გვერდზე: https://www.facebook.com/ambasciatadigeorgia/

მოქალაქეებს ვთხოვთ, შეკითხვები გამოაგზავნონ მისამართზე [email protected]“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

21 მარტი ონლაინკონსულტაციები ესპანეთში, ხოლო 22 მარტს საფრანგეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიმართება.

​მომდევნო კვირის გრაფიკი გამოქვეყნდება ორშაბათს – 23 მარტს