საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა 2 488 ხმა მიიღო, ხოლო პირველ ტურში 1 231 
საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა 2 488 ხმა მიიღო, ხოლო პირველ ტურში 1 231 

საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პირველ ტურთან შედარებით, თითქმის ორჯერ მეტი ხმა მიიღეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე საზღვარგარეთის 55 უბნიდან 54-ის მონაცემები უკვე გამოქვეყნებულია. ჯამურად მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 4 764 ხმა მიიღო, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა კი, 2 488. პირველ ტურზე ხმების რაოდენობა თითქმის ნახევარი იყო – სალომე ზურაბიშვილი – 1 231 ხმა, გრიგოლ ვაშაძე – 2 861.

გამომდინარე იქიდან, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ოთხშაბათ დღეს ჩატარდა და საქართველოსგან განსხვავებით, სხვა ქვეყნებში უქმე დღე არ ყოფილა, საზღვარგარეთ გახსნილმა საარჩევნო უბნებმა 24:00 საათამდე იმუშავეს.

საპრეზიდენტო კანდიდატებმა საზღვარგარეთ პირველ ტურში ჯამურად 5 441 ხმა მიიღეს, მეორე ტურში კი – 7 252 ხმა.