საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ ტანკერზე, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, ერთი ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა 
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ ტანკერზე, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, ერთი ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ  მარშალის დროშის ქვეშ მცურავი გემის ბორტზე ერთი ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორმა, თამარ იოსელიანმა აღნიშნა,  ქართველი მეზღვაურის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„შემოსული ინფორმაციით, პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე არ ფიქსირდება არც ერთი ქართველი მეზღვაური. რაც შეეხება მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემს, იქ ფიქსირდება ერთი ქართველი მეზღვაური, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, ამჟამად უკვე სასტუმროში გადაჰყავთ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აქტიურ კომუნიკაციაზე ვართ ოჯახთან და დამსაქმებელ კომპანიასთან“, – განაცხადა იოსელიანმა.

დღეს ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ომანის ყურეში ორ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა. მეორე ნავთობმზიდი პანამაში რეგისტრირებულ კომპანიას ეკუთვნის.