საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - გემზე, რომელსაც მეკობრეები ბენინის სანაპიროსთან თავს დაესხნენ, ქართველები არ იმყოფებოდნენ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - გემზე, რომელსაც მეკობრეები ბენინის სანაპიროსთან თავს დაესხნენ, ქართველები არ იმყოფებოდნენ

გემზე, რომელსაც მეკობრეები ბენინის სანაპიროსთან თავს დაესხნენ, ქართველები არ იმყოფებოდნენ, – ამის შესახებ პირველ არხს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა განუცხადა.

მისი თქმით, დაახლოებით ორი დღის წინ შემოვიდა ინფორმაცია, რომ გემზე ქართველი მეზღვაურები იმყოფებოდნენ, თუმცა გადამოწმდა და არ დადასტურდა.

„ჩვენთან ეს ინფორმაცია შემოვიდა დაახლოებით ორი დღის წინ, რასაც მყისიერი რეაგირება მოჰყვა. გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს. გემთმფლობელისგანაც და ასევე სხვა წყაროებიდანაც დადასტურებული ინფორმაციით, ქართველები არ იმყოფებიან არც ეკიპაჟის წევრების სიაში და შესაბამისად არც გატაცებულთა სიაში“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გვინეის ყურეში, ბენინის სანაპიროსთან გემს, რომლის ბორტზეც ორი ქართველი იმყოფებოდა, მეკობრეები დაესხნენ თავს და რამდენიმე ადამიანი გაიტაცეს.