საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - ბათუმის  ნავსადგურში პალაუს დროშით მცურავი საკრუიზო გემის მფლობელი კომპანიაა Goodwin Shipping Limited-ი, რომელიც არცერთ საერთაშორისო სანქციაში არ ფიქსირდება
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - ბათუმის  ნავსადგურში პალაუს დროშით მცურავი საკრუიზო გემის მფლობელი კომპანიაა Goodwin Shipping Limited-ი, რომელიც არცერთ საერთაშორისო სანქციაში არ ფიქსირდება

გვსურს, გამოვეხმაუროთ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემის, ASTORIA GRANDE-ს მფლობელია კომპანია SOVFRACHT-ი. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, – ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, საკრუიზო გემის გემთმფლობელი კომპანიაა Goodwin Shipping Limited-ი, რომელიც არცერთ საერთაშორისო სანქციაში არ ფიქსირდება.

„აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტი სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.