საზღვაო მონიტორინგის პლატფორმა „მარინ ტრეფიკი“ – ნავთობტანკერი „აგიოს ფანურიოსი“ პირველი ხომალდია, რომელმაც ჰორმუზის სრუტეში გაიარა
ნავთობტანკერი „აგიოს ფანურიოსი“ პირველი ხომალდია, რომელმაც ჰორმუზის სრუტეში გაიარა, – ამის შესახებ საზღვაო მონიტორინგის პლატფორმა „მარინ ტრეფიკი“ იუწყება.
გავრცელებული ცნობით, მალტის დროშით მცურავი გემი პირველია, რომელიც დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდება მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანულ პორტებზე ბლოკადა დააწესა.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ტანკერმა ომანის ყურეში თითქმის ორდღიანი შემდეგ ტრანზიტის მეორე მცდელობა განახორციელა. მისი სტატუსი გასულ ღამეს შეიცვალა და მოგვიანებით ტანკერმა სრუტე გადაკვეთა. ტანკერი სპარსეთის ყურეში შევიდა და ერაყის ქალაქ ბასრაში მისი ჩასვლა 16 აპრილს არის მოსალოდნელი.
First crude carrier heads west through Strait of Hormuz since the US blockade
The Malta-flagged VLCC Agios Fanourios I has become the first crude carrier to head west through the Strait of Hormuz since the US blockade on Iran’s ports came into force. According to #MarineTraffic… pic.twitter.com/K8syfSZtFL
— MarineTraffic (@MarineTraffic) April 15, 2026