საზღვაო მაშველებმა გრიგოლეთში ახალგაზრდა ქალი გადაარჩინეს
საზღვაო მაშველებმა გრიგოლეთში ახალგაზრდა ქალი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზღვაო მაშველებმა გრიგოლეთში სომხეთის მოქალაქე გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 33 წლის ქალბატონი მაშველებმა ზღვიდან სკუტერით გამოიყვანეს.

მას პირველადი სამედიცინო დახმარება მედიკოსებმა ადგილზე აღმოუჩინეს.

ქალბატონის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.