საზღვაო ექსპედიციისას დაჭერილი ზვიგენი შავ ზღვაში დააბრუნეს
საზღვაო ექსპედიციისას დაჭერილი ზვიგენი შავ ზღვაში დააბრუნეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტმა 2019 წლის პირველი საზღვაო ექსპედიცია დაასრულა.

სააგენტოს ცნობით, თევზჭერა განხორციელდა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სხვადასხვა უბანზე, ყველა აქტიურ სიღრმით იარუსზე – თევზსაჭერი ტრალის გამოყენებით. ასევე, განხორციელდა რესურსების ექოსაუნდერით სკანირება. შეგროვდა მასალა და ინფორმაცია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მიმდინარე პერიოდის თევზების ბიომრავალფეროვნების და მარაგების შესახებ. ასევე წარმოებდა დაკვირვებები ზღვის ძუძუმწოვრებზე. აღებული მასალისა და სინჯების დამუშავება მარტის თვის ბოლომდე დასრულდება.

საზღვაო ექსპედიციისას შავი ზღვის ზვიგენიც დაიჭირეს, რომელიც მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა გარემოში დააბრუნეს.

დატოვე კომენტარი