საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია გაიმართა
საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია გაიმართა

საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა „შემახე ამნისტია“ ხელისუფლებას, პედოფილიაში ბრალდებულთა გამოკლებით, ყველა პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლებას სთხოვს.

აქციაზე, უფლებადამცველებთან ერთად, პატიმრების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. აქციის ორგანიზატორებს უკვე მომზადებული აქვთ შესაბამისი კანონპროექტიც, რომელსაც პარლამენტს წარუდგენენ.

„საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონპროექტი უკვე მოვამზადეთ და 10 სექტემბრისთვის პარლამენტშიც შევიტანთ. ამნისტია უნდა შეეხოს მსუბუქ, ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს, ყველას, გარდა იმ პირებისა, ვინც პედოფილიაშია მხილებული. ამ ხელისუფლების პირობებში მხოლოდ ერთხელ გამოცხადდა ამნისტია, წლების განმავლობაში კი ბევრი საქმე დაგროვდა, რომელიც გადახედვას საჭიროებს“, – განაცხადა უფლებადამცველმა ალექსი კობაიძემ.