საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტებმა ფიცი დადეს [ფოტო]
საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტებმა ფიცი დადეს [ფოტო]

თბილისში, მონუმენტ „საქართველოს მატიანესთან“ უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტთა საბრძოლო მომზადების კურსების გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა, სადაც 177-მა რეკრუტმა ფიცი დადო.

რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს, რომელიც სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა, სადაც ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული ცოდნა შეიძინეს.

ფიცის დადების შემდეგ რეკრუტები აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობის, განათლების სარდლობის, ავიაციის სარდლობისა და ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან, სადაც ცხრა თვის განმავლობაში იმსახურებენ.