Save the Children - ღაზას სექტორში, არასრულწლოვნების 95% დეპრესიით იტანჯება, ჰიპერაქტიური ან ზედმეტად ჩაკეტილია
Save the Children - ღაზას სექტორში, არასრულწლოვნების 95% დეპრესიით იტანჯება, ჰიპერაქტიური ან ზედმეტად ჩაკეტილია

ღაზას სექტორში მცხოვრებ თითქმის ყველა ბავშვს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ამის შესახებ ნათქვამია უფლებადამცველი ორგანიზაციის Save the Children-ის მიერ გამოქვეყნებლ ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ღაზას სექტორში მცხოვრები არასრულწლოვნების 95% დეპრესიით იტანჯება, არის ჰიპერაქტიური, აგრესიული ან ზედმეტად ჩაკეტილი.

ანკლავის მცხოვრები ბავშვების 63%-ს ღამის კოშმარები აწუხებს, 68% კი ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს უჩივის.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბავშვებში სტრესის მთავარი მიზეზი დაბომბვისა და შეიარაღებული კონფლიქტის სხვა მოქმედებების შიშია.

„ღაზაში ბავშვები ამტანები არიან, თუმცა მათ სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება ტრავმატული გამოცდილების გადასალახად“, – განაცხადა ორგანიზაცია Save the Children წარმომადგენელმა, ჯენიფერ მურჰედმა.

უფლებადამცველი ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, გაზარდოს პალესტინელი ბავშვების დახმარების პროგრამები.