სავარაუდოდ, „ლეიკერსში“ მალე ტაირონ ლუ დაინიშნება
სავარაუდოდ, „ლეიკერსში“ მალე ტაირონ ლუ დაინიშნება

„ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ ჯერჯერობით კვლავ მთავარი მწვრთნელის გარეშეა. ხელმძღვანელობა ლუკ ვოლტონის გაშვების შემდეგ, ახალი სპეციალისტის ძიებაშია, თუმცა როგორც ჩანს სულ მალე ლოს ანჯელესურ გრანდი მთავარ მწვრთნელს წარადგენს.

ამერიკული მედია ვარაუდობს, რომ ეს ადამიანი ტაირონ ლუ იქნება. შეგახსენებთ, რომ „კლივლენდის“ ყოფილი თავკაცის გარდა, „ლეიკერსში“ მონტი ვილიამსისა და ჯეისონ კიდის კანდიდატურები განიხილებოდა.

„იაჰუს“ (Yahoo) ჟურნალისტი კრის ჰეინსი სოციალურ ქსელში ტაირონ ლუს ფოტოს აქვეყნებს და იუწყება, რომ მხარეებმა ფაქტობრივად დაასრულეს მოლაპარაკება და სულ მალე ტაირონ ლუს „ლეიკერსში“ კონტრაქტს შესთავაზებენ.


წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში თუ ეს მოხდა, სავარაუდოდ „ლეიკერსში“ სამუშაოდ „ინდიანასა“ და „ორლანდოს“ ყოფილი თავკაცი – ფრენკ ფოგელიც დაინიშნება.