სავარაუდოდ H1N1 ტიპის ვირუსით 26 წლის ქალი გარდაიცვალა
სავარაუდოდ H1N1 ტიპის ვირუსით 26 წლის ქალი გარდაიცვალა

ღუდუშაურის კლინიკაში სავარაუდოდ H1N1 ტიპის ვირუსით 26 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ახალგაზრდას კლინიკური ნიშნებით ჰქონდა H1N1 ტიპის ვირუსი, თუმცა ეს ჯერ ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის.

მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა რამდენიმე დღის წინ იმშობიარა.

„სამწუხაროდ, სინჯი არ არის აღებული და ამიტომ ამას ლაბორატორიულად ვერ ვადასტურებთ. თუმცა ექიმები ამბობენ, რომ პაციენტს ჰქონდა გრიპი. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამ ახალგაზრდა გოგომ რამდენიმე დღის წინ იმშობიარა და ჩემი ინფორმაციით, ბავშვი სრულიად უსაფრთხოდ არის. თუმცა ვერ მოგაწვდით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რის გამო გაურთულდა პაციენტს მდგომარეობა. ეს არის პერსონალური ინფორმაცია და ოჯახის თანხმობის გარეშე მისი გაცემა არ შეგვიძლია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.