სავალუტო ფონდი საბანკო და სამედიცინო სექტორებში კონკურენციის ნაკლებობაზე მიუთითებს
სავალუტო ფონდი საბანკო და სამედიცინო სექტორებში კონკურენციის ნაკლებობაზე მიუთითებს

საქართველომ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე, რათა  ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში (მათ შორის საბანკო და სამედიცინო მომსახურების) მაღალი კონცენტრაცია ანტიკონკურენტულ პრაქტიკაში არ გადაიზარდოს, – ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში სახელწოდებით „კავკასია და ცენტრალური აზია: რეგიონის ზრდის პოტენციალის ათვისება“.

დოკუმენტის მიხედვით, ეკონომიკის ყველა სფეროში კონკურენციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რესურსის გადანაწილების პროცესის გაუმჯობესებისთვის და ეფექტიანობის ამაღლებისთვის.

„მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო კონტროლი არ ჩაანაცვლოს კერძო მონოპოლიებმა. ამ მიმართულებით მისასალმებელია სომხეთის მაგალითი – ეკონომიკური კონკურენციის დაცვის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები“, – აღნიშნულია ანგარიშში.​