სავაჭრო მოლაპარაკებების გაჭიანურების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი ჩინეთს სერიოზული შედეგებით დაემუქრა
სავაჭრო მოლაპარაკებების გაჭიანურების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი ჩინეთს სერიოზული შედეგებით დაემუქრა

სავაჭრო მოლაპარაკებების გაჭიანურების შემთხვევაში, აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთს სერიოზული შედეგებით დაემუქრა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ აშშ-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმება 2020 წელს, მისი ხელახლა არჩევის შემდეგ გაფორმდება, მაშინ შეთანხმების პირობები უფრო მკაცრი იქნება. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ჩინეთს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის ნაცვლად საქმის დაჭერა სხვა ადმინისტრაციასთან სურს, რომელიც პეკინს აშშ-ის გაძარცვის საშუალებას მისცემდა.

დონალდ ტრამპმა წინა სავაჭრო პოლიტიკის შედეგად აშშ-ის დანაკარგი წლიურად 600 მილიარდი დოლარით შეაფასა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი პეკინთან სავაჭრო მოლაპარაკებებში დიდი წარმატების მიღწევას ცდილობს.