სავაჭრო ცენტრ „კიდობანში“ 70 კვ.მ ფართი დაიწვა

12:24, 30.11.2019

თბილისში, სავაჭრო ცენტრ „კიდობანში“, რამდენიმე მაღაზიაში ხანძარი იყო.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა დილით მოხდა.

დამწავრია 70 კვ.მ ფართი. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.

მსგავსი