სავაჭრო ცენტრ „გლდანი პლაზაში“ ხანძარი იყო
სავაჭრო ცენტრ „გლდანი პლაზაში“ ხანძარი იყო

თბილისში, გლდანში არსებულ სავაჭრო ცენტრ „გლდანი პლაზაში“ ხანძარი იყო.

ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.