„საუზერნ ქინგსთან“ თამაშამდე „ბორჯღალოსნებმა“ ღია ვარჯიში გამართეს

15:34, 22.08.2019

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს.

მილტონ ჰეიგის გუნდი იაპონიაში გამგზავრებამდე თბილისში ორ ტესტ მატჩს გამართავს – 27 აგვისტოს „ბორჯღალოსნები“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სამხრეთ აფრიკულ კლუბს – „საუზერნ ქინგს“-ს შეხვდებიან. 31 აგვისტოს კი, „დინამო არენაზე“ მნიშვნელოვან დაპირისპირებას შოტლანდიის ძირითად გუნდთან ჩაატარებს.

დღეს, მილტონ ჰეიგის გუნდმა შევარდენის სარაგბო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართა.

მსგავსი