საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს.
მილტონ ჰეიგის გუნდი იაპონიაში გამგზავრებამდე თბილისში ორ ტესტ მატჩს გამართავს – 27 აგვისტოს „ბორჯღალოსნები“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სამხრეთ აფრიკულ კლუბს – „საუზერნ ქინგს“-ს შეხვდებიან. 31 აგვისტოს კი, „დინამო არენაზე“ მნიშვნელოვან დაპირისპირებას შოტლანდიის ძირითად გუნდთან ჩაატარებს.
დღეს, მილტონ ჰეიგის გუნდმა შევარდენის სარაგბო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართა.