ინგლისის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩი „იუნაიტედსა“ და „საუთჰემტონს“ შორის სენსაციური ანგარიშით დასრულდა.
მანჩესტერელებმა მეტოქე არ დაინდეს და ცხრა უპასუხო გოლი გაუტანეს – 9:0.
„საუთჰემპტონის“ მთავარმა მწვრთნელმა, რალფ ჰაზნეიუტლმა განცდილ მარცხზე ჯურნალისტებთან ისაუბრა: „ვულოცავ „მანჩესტერს“. მათ ყველა კომპონენტში გვაჯობეს და ჩვენს კარში გოლების გატანას არ წყვეტდნენ.
მატჩის მეორე წუთზევე წითელი ბარათი მივიღეთ და მთელი შეხვედრა რიცხვობრივ უმცირესობაში გავატარეთ, თანაც ასეთ მეტოქესთან . . . ახალაზრდა მოთამაშემ საკუთარი სისულელით და გამოუცდელობით წითელი ბარათი მიიღო და ჩვენი გუნდი გაანადგურა, – ციტირებს „საუთჰემპტონის“ მწვრთნელის სიტყვებს BBC.“ – მე მსურდა, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ასეთ მატჩში შანსი მიმეცა, მაგრამ, როცა დავინახე, რა ხდებოდა, ისინი მოედნიდან გავიყვანე.
მეორე ტაიმში ვცდილობდით, რომ მეტი გოლი აღარ გაგვეშვა, მაგრამ მერე კიდევ ერთი ფეხბურთელი გაგვიძევეს. ეს კოშმარი იყო“, – ამბობს რალფ ჰაზნეიუტლი.