საუტგეიტმა ევრო 2020-ის ფავორიტები დაასახელა
საუტგეიტმა ევრო 2020-ის ფავორიტები დაასახელა

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუტგეიტმა შეაჯამა თავისი გუნდის გამოსვლა ევრო 2020-ის შესარჩევ ტურნირში. ინგლისმა მოიგო A ჯგუფი – 24 შესაძლებლიდან 21 ქულა დააგროვა.

„ჩვენს ჯგუფში არ იყვნენ გუნდები რეიტინგის ტოპ-ათეულიდან, ამიტომაც არ ვიცი, როგორი რეაგირება ექნება ნაკრებს უფრო სერიოზული გამოწვევისას.

ევროპის ჩემპიონატის მოგება ისეთივე რთული იქნება, როგორც მსოფლიოს თასის. მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე ნახევარფინალში მხოლოდ ევროპული გუნდები იყვნენ. ისინი (საფრანგეთი, ბელგია, ინგლისი, ხორვატია) ევრო 2020-ის ფავორიტებს შორის იქნებიან. მათ უნდა დავუმატოთ იტალია, ესპანეთი და გერმანია. ევროპის ჩემპიონატი ძალიან კონკურენტუნარიანი იქნება“, – მოჰყავს ინგლისელი სპეციალისტის სიტყვები პორტუგალიურ ჟურნალ „ა ბოლას“.