საუთგეიტი - გერმანიასთან თამაში შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ ისტორია დაწერო #1TVSPORT
საუთგეიტი - გერმანიასთან თამაში შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ ისტორია დაწერო #1TVSPORT

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეტ საუთგეიტმა ისაუბრა ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალური მატჩის შესახებ, რომელშიც მისი გუნდი გერმანიას დაუპირისპირდება.

„გერმანიასთან თამაში შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ ისტორია დაწერო, აჩუქო ადამიანებს მოგონება გერმანელებისა და ინგლისელების მატჩზე, რომელიც განსხვავებული იქნება“, – ციტირებს საუთგეიტის სიტყვებს ВВС.

შეგახსენებთ, რომ ინგლისი-გერმანიის შეხვედრა ხვალ, 29 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.