საუკეთესო ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“ ქლოა ჩჟაო​ს „მომთაბარეთა მიწამ“ მიიღო
საუკეთესო ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“ ქლოა ჩჟაო​ს „მომთაბარეთა მიწამ“ მიიღო

ქლოა ჩჟაო​ს „მომთაბარეთა მიწა“ „ოსკარის“ ტრიუმფატორია. ნამუშევარი წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა.

სურათში მთავარ როლს ფრენსის მაკდორმანდი ასრულებს. უნდა აღინიშნოს, რომ ის ერთადერთი პროფესიონალი მსახიობია, რომელიც ფილმში თამაშობს.

ამასთან, ფილმის რეჟისორმა, ქლოა ჩჟაომ წლევანდელ დაჯილდოებაზე „ოსკარი“ მიიღო საუკეთესო რეჟისურისთვის.

„ოსკარის“ რიგით 93-ე დაჯილდოების ცერემონიას ლოს ანჯელესის „დოლბის“ თეატრი მასპინძლობს. პანდემიის გამო, „ოსკარის“ ცერემონიას ისტორიაში პირველად არ ესწრებიან მოწვეული სტუმრები. ღონისძიებაზე დასწრების საშუალება აქვთ ნომინანტებს. დაცულია დისტანცია, ყველა დამსწრეს კი წინსწრებით ჩაუტარდა კოვიდტესტირება.