საუდის არაბეთთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის აღდგენა იგეგმება
საუდის არაბეთთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის აღდგენა იგეგმება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა.

მედეა ჯანიაშვილმა და აბდულა ალ-მუტაირმა საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის აღდგენის შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო პოსტპანდემიურ პერიოდში ორმხრივი ტურისტული ნაკადების აღდგენას, ავიარეისების განახლებას და უსაფრთხო მიმოსვლას.

„პანდემიამდე საუდის არაბეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენდა. სპარსეთის ყურის ქვეყნების მსგავსად საუდელი ტურისტები მაღალმხარჯველიანობით გამოირჩევიან.

2019 წელს საქართველოში შემოსული მოგზაურთა ტოპ 15 ქვეყანას შორის საუდის არაბეთი მე-12 ადგილზე იმყოფებოდა“, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.