საუდის არაბეთში ქალებს სტადიონზე საფეხბურთო მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მიეცათ
საუდის არაბეთში ქალებს სტადიონზე საფეხბურთო მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მიეცათ

საუდის არაბეთში ქალებს სტადიონზე საფეხბურთო მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მიეცათ. პირველი ასეთი მატჩი ქალაქ ჯედში საფეხბურთო კლუბებს შორის გაიმართა.

საუდის არაბეთში სტადიონზე მისვლა ქალებს როგორც ოჯახთან ერთად, ასევე მარტოც შეეძლებათ. სპორტული ობიექტების მონახულება არის ქვეყნის მოდერნიზაციის პროგრამის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელსც მემკვიდრე პრინცი, სალმან ალ-საუდი ახორციელებს.

მარტში დაწყებული პროგრამის ფარგლებში, ქალებს კინოთეატრებში მისვლაც შეუძლიათ. გასული წლის სექტემბრის ბოლოს მათ მართვის მოწმობების აღებისა და ავტომობილების მართვის უფლებაც მისცეს.

მოხსნილი შეზღუდვების ფარგლებში ასევე გაიხსნა ქალების ავტოსალონიც. ულტრაკონსერვატიულ ქვეყანაში ქალებმა არჩევნებში მონაწილეობა პირველად 2015 წელს მიიღეს.