საუდის არაბეთში ქალებს მანქანის მართვის უფლება ოფიციალურად მისცეს
საუდის არაბეთში ქალებს მანქანის მართვის უფლება ოფიციალურად მისცეს

საუდის არაბეთში ქალებს მანქანის მართვის უფლება ოფიციალურად მისცეს. მეფის განკარგულება, რომლითაც საუდის არაბეთში მრავალი წლის განმავლობაში მოქმედი აკრძალვა მოხსნეს, ძალაში დღეს შევიდა.

საუდის არაბეთი ერთადერთი სახელმწიფო იყო მსოფლიოში, სადაც ქალებს საჭესთან დაჯდომა არ შეეძლოთ და მძღოლის დაქირავება უწევდათ. ამ შეზღუდვის გაუქმება შარშან სექტემბერში გადაწყდა. ივნისში კი საუდის არაბეთში ქალებმა პირველი მართვის მოწმობებიც მიიღეს.
გავრცელებული ცნობით, ავტომობილის მართვას 2000 ქალი შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის მთავრობამ მაისში ქალების უფლებათა დამცველი ცნობილი აქტივისტები დააკავა. რვა მათგანს მკაცრი სასჯელი ელის. დაპატიმრებულებს „უცხოურ ორგანიზაციებთან საეჭვო კავშირებში“ ადანაშაულებენ. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვენ.