საუდის არაბეთში, პირველი მსოფლიო ომის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
საუდის არაბეთში, პირველი მსოფლიო ომის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

საუდის არაბეთში, პირველი მსოფლიო ომის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

„ალჯაზირას“ ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ჯედაში მოხდა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცერემონიას რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი, ასევე ევროპელი დიპლომატები ესწრებოდნენ.

„საფრანგეთი მკაცრად გმობს ამ მშიშრულ, გაუმართლებელ თავდასხმას“, – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, უცხოელი დიპლომატები არამუსლიმურ სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, სადაც აღნიშნული ცერემონია ტარდებოდა.

პირველი მსოფლიო ომის დასრულების 102 წლისთავს მსოფლიოს არაერთი ქვეყანა აღნიშნავს. 1918 წელს გერმანიამ და მოკავშირე ქვეყნებმა საზავო შეთანხმება გააფორმეს.