საუდის არაბეთში მექას წმინდა ადგილებში ნებართვის გარეშე შესვლა 2,600 დოლარით დაჯარიმდება
საუდის არაბეთში მექას წმინდა ადგილებში ნებართვის გარეშე შესვლა 2,600 დოლარით დაჯარიმდება

საუდის არაბეთში მექას წმინდა ადგილებში ნებართვის გარეშე შესვლა 10 000 რიალით (2,600 დოლარი) დაჯარიმდება. გადაწყვეტილება ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანდემიის გავრცელების შეჩერების მიზნით მიიღო. „გარდიანის“ ინფორმაციით, ახალი რეგულაციები 19 ივლისიდან 2 აგვისტომდე იქნება ძალაში.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საუდის არაბეთში „კოვიდ-19“-ით 42 პაციენტი დაიღუპა, გამოვლინდა ინფიცირების 2 779 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ინფიცირების 167 138 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 2 223 ლეტალური აღმოჩნდა.