საუდის არაბეთში მართვის წესები ქალებისა და მამაკაცებისთვის მომავალი წლიდან ერთნაირი გახდება
საუდის არაბეთში მართვის წესები ქალებისა და მამაკაცებისთვის მომავალი წლიდან ერთნაირი გახდება

მსუბუქი ავტომობილის შემდეგ, საუდის არაბეთის მკვიდრი ქალები სატვირთო ავტომობილებისა და მოტოციკლების მართვასაც შეძლებენ. კანონში განხორციელებული ცვლილებები ძალაში 2018 წლის ივნისიდან შევა.

სატრანსპორტო საშუალების მართვის წესები ერთნაირი იქნება, როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის. თუმცა, იმ ქალთა საქმეებს, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილენი გახდებიან, ან საგზაო მოძრაობის წესებს დაარღვევენ, სპეციალურ ცენტრში გადაგზავნიან, სადაც მხოლოდ ქალები არიან დასაქმებული.

საუდის არაბეთი ერთადერთი სახელმწიფო იყო მსოფლიოში, სადაც ქალებს ავტომობილის მართვის უფლება ეკრძალებოდათ.