საუდის არაბეთში კომენდანტის საათი უვადოდ გახანგრძლივდა
საუდის არაბეთში კომენდანტის საათი უვადოდ გახანგრძლივდა

საუდის არაბეთის მეფე სალმანმა კომენდანტის საათის უვადოდ გახალგრძლივება დაამტკიცა.

საუდის არაბეთში კომენდანტის საათი 23 მარტს გამოცხადდა და მოქალაქეებს საღამოს შვიდი საათიდან დილის ექვს საათამდე თავისუფლად გადაადგილება აეკრძალათ.

თავდაპირველი ბრძანების მიხედვით, კომენდანტის საათი მხოლოდ 21 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა სამეფოში ვირუსის გავრცელები ტემპის გათვალისწინებით, ახლა კომენდანტის საათი უვადოდ არის გახანგძლივებული.

გასულ კვირას, საუდის არაბეთმა ერ-რიადსა და სხვა დიდ ქალაქებში 24-საათიანი კომენდანტის საათი დააწესა და მოსახლეობის უმრავლესობა იზოლაციაში მოაქცია.

საუდის არაბეთში ამჟამად კოვიდ-19-ის 4,033 შემთხვევა ფიქსირდება მათ, შორის 52 გარდაიცვალა.