საუდის არაბეთში ისლამური და არაბული ქვეყნების სამიტი იმართება
საუდის არაბეთში ისლამური და არაბული ქვეყნების სამიტი იმართება

საუდის არაბეთში ისლამური და არაბული ქვეყნების სამიტი იმართება. რიადში ღონისძიებაში ათობით ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს, მათ შორის ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, კატარის ემირი შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანი და სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი.

სამიტის მთავარი განსახილველი საკითხი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე საომარი მოქმედებებია. როგორც მოსალოდნელია, სამიტზე დაგმობენ ისრაელის სამხედრო მოქმედებებს ღაზაში.

თავდაპირველი გეგმით, შაბათსა და კვირას საუდის არაბეთში უნდა გამართულიყო ორი საგანგებო სამიტი – ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და არაბთა ლიგის, თუმცა, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორ შეხვედრას ერთობლივი სამიტი ჩაანაცვლებს.