საუდის არაბეთში იემენელი „ჰუსიტების“ იერიშების შედეგად 73 ადამიანი დაშავდა
იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც 73 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის ქალები და ბავშვები არიან.
როგორც ცნობილია, დაჯგუფებამ საუდის არაბეთის რამდენიმე ქალაქზე მიიტანა იერიში.
საუდის არაბეთმა თავდასხმები მკაცრად დაგმო და განაცხადა, რომ „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიიღებს.
საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს თქმით, თავდასხმის შედეგად ქვეყნის სამხრეთ რეგიონში რამდენიმე ენერგეტიკული ობიექტი დაიბომბა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
ამასთან, ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელეს „ჰუსიტმა“ ამოხებულებმაც. დაჯგუფების სპიკერმა განაცხადა, რომ ისინი საუდის არაბეთის სიღრმეში ფართომასშტაბიან სამხედრო კამპანიას დაიწყებენ.