საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი - მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარება აღდგენილია, შეთანხმების განხორციელება დაიწყო
აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარების მიწოდება უკვე აღუდგინა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილემ, პავლო პალისამ, რომელიც დღეს საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინას შორის გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.
„მე მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარება აღდგენილია. შეთანხმების განხორციელება დაიწყო. ბრძოლა გრძელდება“, – წერს პალისა.
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას.