საუდის არაბეთში დაკავებული პრინცი საქართველოს საპატიო მოქალაქეა
საუდის არაბეთში დაკავებული პრინცი საქართველოს საპატიო მოქალაქეა

საუდის არაბეთში კორუფციის ბრალდებით დაკავებული პრინცი საქართველოს საპატიო მოქალაქეა. ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულ აზიზ ალ საუდი 2015 წელს თბილისს 13 ივნისის სტიქიამდე სამი დღით ადრე სტუმრობდა, შემდეგ კი საქართველოსთვის 300 ათასი დოლარი გამოყო. სწორედ მაშინ მას საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა. ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა იყო.

62 წლის პრინცი მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. მისი ქონება 18 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

საუდის არაბეთში 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. დაპატიმრებულია ასევე ოთხი მინისტრიც. როგორც არაბული მედია იტყობინება, სამეფო ოჯახის წევრებს იარაღის უკანონო ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ.