საუდის არაბეთში აშშ-თან მოლაპარაკებებში უკრაინის მხრიდან მონაწილეობას ანდრეი ერმაკი, ანდრეი სიბიგა და რუსტემ უმეროვი მიიღებენ
საუდის არაბეთში აშშ-თან მოლაპარაკებებში უკრაინის მხრიდან მონაწილეობას ანდრეი ერმაკი, ანდრეი სიბიგა და რუსტემ უმეროვი მიიღებენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომავალ კვირას საუდის არაბეთში აშშ-თან მოლაპარაკებისთვის უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ორშაბათს, 11 მარტს დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.

„ჩვენი მხრიდან იქნება მკაფიო განწყობა კონსტრუქციული მუშაობისთვის და ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ განვიხილოთ და შევთანხმდეთ საჭირო გადაწყვეტილებებსა და ნაბიჯებზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.