საუდის არაბეთში აცხადებენ, რომ წითელ ზღვაში ბუნებრივი აირის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთი წითელ ზღვაში ბუნებრივი აირის უზარმაზარი მარაგის აღმოჩენის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
განცხადება ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა, ჰალიდ ალ-ფალიჰმა გააკეთა, თუმცა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა ოდენობის მოცულობაზეა საუბარი.
ალ-ფალიჰი აღნიშნავს, რომ საუდის არაბეთის კომპანია „არამკო“ გათხევადებულ აირთან დაკავშირებით ინვესტიციების განხორციელების საკითხს განიხილავს აშშ-სა და სამხრეთ აფრიკაში.