საუდის არაბეთში აცხადებენ, რომ წითელ ზღვაში ბუნებრივი აირის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინეს

23:20, 07.03.2019

საუდის არაბეთი წითელ ზღვაში ბუნებრივი აირის უზარმაზარი მარაგის აღმოჩენის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

განცხადება ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა, ჰალიდ ალ-ფალიჰმა გააკეთა, თუმცა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა ოდენობის მოცულობაზეა საუბარი.

ალ-ფალიჰი აღნიშნავს, რომ საუდის არაბეთის კომპანია „არამკო“ გათხევადებულ აირთან დაკავშირებით ინვესტიციების განხორციელების საკითხს განიხილავს აშშ-სა და სამხრეთ აფრიკაში.

მსგავსი