საუდის არაბეთში აცხადებენ, რომ ქვეყნის სამ ქალაქზე იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა

11:43, 15.09.2026

საუდის არაბეთის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სამ ქალაქზე იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები.

საუდი არაბეთის მედიის თანახმად, „ჰუსიტებმა“ ბალისტიკური რაკეტები და დრონები გაუშვეს ხამის-მუშაიტის, აბჰასა და ტაიფის სამოქალაქო ტერიტორიების მიმართულებით.

ლეგიტიმურობის მხარდამჭერი კოალიციის წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა თურქი ალ-მალიკიმ განაცხადა, რომ კოალიცია თავდასხმებს პასუხს სიმტკიცით გასცემს, რათა დაიცვას საუდის არაბეთის სუვერენიტეტი, მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა — გაეროს წესდების 51-ე მუხლის, თავდაცვის პრინციპისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად.

პარალელურად, იემენის მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ საუდის არაბეთის სამხედრო ავიაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმას ტაიზის რეგიონში სამი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

მსგავსი