საუდის არაბეთმა ირანი გააფრთხილა, რომ აშშ-თან ბირთვულ შეთანხმებას მიაღწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისრაელთან ომის რისკები გაჩნდება
საუდის არაბეთმა ირანი გააფრთხილა, რომ აშშ-თან ბირთვულ შეთანხმებას მიაღწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისრაელთან ომის რისკები გაჩნდება.
გავრცელებული ცნობით, საუდის არაბეთის 89 წლის მეფემ, სალმან ბინ აბდულაზიზმა თავისი ვაჟი, პრინცი ხალიდ ბინ სალმანი ირანის უზენაეს ლიდერთან, აიათოლა ალი ხამენეისთან გაფრთხილებით გაგზავნა.
17 აპრილს თეირანში, პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ დახურულ შეხვედრას ესწრებოდნენ ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი მოჰამედ ბაგერი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი.
პარალელურად, პრინცმა ხალიდმა, რომელიც ტრამპის პირველი ვადის დროს ვაშინგტონში საუდის არაბეთის ელჩი იყო, ირანელი ოფიციალური პირები გააფრთხილა, რომ აშშ-ის ლიდერს დიდი მოთმინება არ აქვს გაჭიანურებული მოლაპარაკებების მიმართ. ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის დროს საუდის არაბეთის პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა, კატარის ემირთან, თამიმ ალ ტანისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, მოჰამედ ბინ ზაიდთან ერთად, დონალდ ტრამპს განუცხადეს, რომ ისინი ირანის ბირთვულ ობიექტებზე სამხედრო დარტყმის წინააღმდეგნი არიან.