საუდის არაბეთის უმთავრესი ნავთობსადენი, რომელიც 10 სექტემბერს მომხდარი თავდასხმის შემდეგ არ მუშაობდა, რამდენიმე კვირის განმავლობაში დაკეტილი იქნება

19:20, 14.09.2026

საუდის არაბეთის უმთავრესი ნავთობსადენი, რომელიც 10 სექტემბერს მომხდარი თავდასხმის შემდეგ არ მუშაობდა, რამდენიმე კვირის განმავლობაში დაკეტილი იქნება. მედიის ცნობით, დაზიანების შეკეთებას, შესაძლოა, სამიდან ხუთ კვირამდე დასჭირდეს.

ამასთან, სამთავრობო საერთაშორისო კომუნიკაციების ცენტრმა განაცხადა, რომ იკვლევს, თუ რა დრო დასჭირდება მილსადენის შეკეთებას.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი, რომელიც მთელ საუდის არაბეთს კვეთს, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტია. მილსადენის ფუნქცია სპარსეთის ყურის ნავთობის სახმელეთო გზით გადატანაა, რაც ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლის საშუალებას იძლევა. 1200 კილომეტრის სიგრძის მილსადენით ყოველდღიურად 7 მილიონი ბარელი ნავთობის გადატანაა შესაძლებელი. საუდის არაბეთმა აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი მას შემდეგ დახურა, რაც მასზე ერ-რიადისა და მედინას რეგიონებში რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა. ერ-რიადმა თავდასხმაში ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების დრონები დაადანაშაულა. ირანი ბრალდებას უარყოფს.

მსგავსი