საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონები და რაკეტები შეიჭრნენ, რომელთა ჩამოგდება შეძლეს

11:51, 06.03.2026

საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში დრონები და რაკეტები შეიჭრნენ, რომლებიც თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საჰაერო იერიშები დედაქალაქ ერ-რიადის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით განხორციელდა.

„ერ-რიადის აღმოსავლეთით სამი დრონი განადგურდა, ალ-ხარჯის პროვინციის აღმოსავლეთით ფრთოსანი რაკეტა და დრონი ჩამოვაგდეთ. სამი ბალისტიკური რაკეტა ასევე გაუშვეს პრინც სულთანის საჰაერო ბაზის მიმართულებით, მაგრამ ყველა გავანადგურეთ“, – ნათქვამია სამინისტროს განაცხადებაში.

მსგავსი