საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე - შავი კაბები არ არის აუცილებელი ქალების „ღირსეული ჩაცმულობისთვის“
საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე - შავი კაბები არ არის აუცილებელი ქალების „ღირსეული ჩაცმულობისთვის“

შავი კაბები არ არის აუცილებელი ქალების „ღირსეული ჩაცმულობისთვის“, – ამის შესახებ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა, ტელეკომპანია CBS-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სალმანის თქმით, ქალებმა „ღირსეული ჩაცმულობის“ ინტერპრეტირება თავისუფლად უნდა მოახდინონ და ეს შავი კაბებით შეზღუდული არ უნდა იყოს.

წამყვანმა ნორა ო’დონელმა პრინც სალმანს საუდის არაბეთში „ზომიერი ისლამის“ პრინციპების შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე კომენტარი სთხოვა.

„ჩვენ გვყავს ექსტრემისტები, რომლებსაც ორ სქესს შორის შერევა დაავიწყდათ და ქალსა და კაცს შორის განსხვავებას ვერ აკეთებენ, ვერ უშვებენ სამუშაო ადგილებზე მათ ერთად ყოფნას. ბევრი ეს იდეა წინასწარმეტყველისა და ხალიფების დროინდელ ცხოვრების წესს ეწინააღმდეგება. ესაა ისლამის ნამდვილი მაგალითი და მოდელი“, – განაცხადა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა.